ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემთხვევაში ნატომ უკრაინაში ჯარები უნდა შეიყვანოს.
„თუ რუსეთი გადაწყვეტს ტერიტორიული ექსპანსიის გაფართოებას აღმოსავლეთ უკრაინაში, მაშინ ხუმრობები დასრულდება. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირის მაქსიმალურად მკაცრი სანქციების გარდა, ნატოს საბრძოლო მზადყოფნის გაზრდით და უკრაინაში ჯარების შეყვანით უნდა ვუპასუხოთ." - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
ამავე დროს, ზემანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უნდა შეეგუოს უკრაინის ანექსიას. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ყირიმი უკრაინას ვერ დაუბრუნდება. ამავე დროს, ზემანმა უკრაინელი პოლიტიკოსები გააკრიტიკა რუსული ენისათვის სახელმწიფო სტატუსის გაუქმების გამო.
პრეზიდენტ ზემანს ჩეხეთში ხშირად აკრიტიკებენ „რუსეთისადმი ზედმეტად თბილი დამოკიდებულების" და ნატოს საწინააღმდეგო განცხადებების გამო. ზემანი გამოდიოდა ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგების წინააღმდეგ და აცხადებდა, რომ ეს შეიარაღება მიმართულია რუსეთის და არა ირანის წინააღმდეგ.
მასალის გამოყენების პირობები