მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა შესული.
განცხადება ამასთან დაკავშირებით შოთაძემ ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ "რეაქციაში" გააკეთა.
"ვალერი გელაშვილი დაზარალებულია. მისი ცემის ფაქტზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა შესული და როდესაც პროკურატურა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ამის შესახებ საზოგადოებას ვამცნობთ",- აცხადებს შოთაძე.
ვალერი გელაშვილის განცხადებით, მისი ცემის ფაქტზე ბრალი მერაბიშვილს და კოდუას დაუმძიმდებათ.