პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან საუკეთესო ურთიერთობები აქვს.
"ზოგს უნდა დაინახოს ისეთი სიტუაცია, თითქოს საქართველომ ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერა დაკარგა, მაგრამ სინამდვილეში ეს პირიქითაა. დღეს ჩვენ ამ ორგანიზაციასთან საუკეთესო ურთიერთობები გვავს და ეს არა მარტო შეხვედრებითა და განცხადებებით, არამედ კონკრეტული ხელშეკრულებებით ჩანს", - განაცხადა ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე განმარტებით, "ევროკავშირთან ერთდროულად ამდენი ხელშეკრულება საქართველოს არასდროს ჰქონია".
აღნიშნულის მაგალითად გილაურმა სავიზო რეჟიმის გამარტივების, გეორგრაფიული დასახელების და ავიაციის შესახებ ხელშეკრულებები დაასახელა, რომელთან დაკავშირებითაც ევროკავშირთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია.