უკრაინის ძალოვანმა სტრუქტურებმა მაიდანზე 18-20 თებერვალს განხორციელებული მასობრივი მკვლელობების გამოძიების შესახებ ანგარიში წარადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. ტიტუშკების მოქმედებებს, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იყო მიმართული მედია ჰოლდინგ „კონტაქტის" ხელმძღვანელი ვიქტორ ზუბრიცკი უწევდა კოორდინირებას, რომელიც თავის მხრივ უკრაინის ყოფილ შს მინისტრთან ვიტალი ზახარჩენკოსთან იყო დაკავშირებული. განცხადება ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა გააკეთა.
გამოძიების ინფორმაციით, 17 ადამიანი მოკლული იყო ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე იქნა მოკლული სამართალდამცავებთან დაპირისპირების დროს.
ავაკოვმა განაცხადა, რომ ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე „ბერკუტის" სპეცდანაყოფი „მუშაობდა". მათი ყველას ვინაობა დადაგენილია.
უკრაინის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ განაცხადა, რომ მაიდანზე უპერაციის დაგეგმვაში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის 26 თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას. ისინი კიევში იანვრის შუა რიცხვებში ჩავიდნენ, უკრაინის მაშინდელი სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი კი ალექსანდრე იაკიმენკო მათ ანგარიშს პირადად აბარებდა.
ამას გარდა, სპეცდანაყოფი „ალფას" და სნაიპერები კრეშატიკზე „მუშაობდდნენ". ისინი აგრძელებდნენ თავიანთ „საქმიანობას" 20 თებერვალსაც. ნალივაიჩენკო აცხადებს, რომ „ალფას" რამდენიმე წევრი გამოძიებასთან თანამშრომლობს, ხოლო „ალფას" დანარჩენი წევრები „ბერკუტის" წარმომადგენლებთან ერთად ყირიმში გაიქცნენ.