გერმანული გაზეთის „Berliner Zeitung" წერს, რომ უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ თავის მოსახლეობას ორი სიმართლე უნდა უთხრას და სიცრუეში არ ამყოფოს.
პირველი სიმართლე, ჟურნალისტ ფრანკ ჰეროლდის აზრით არის ის, რომ ყირიმი უკვე აღარასოდეს არ დაბრუნდება და მეორე - რეფორმები, მოსახლეობისაგან განუზომლად დიდ მოთბინებასა და მსხვერპლს მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ „Deutsche Welle" ავრცელებს.
ჰეროლდი ასევე წერს, რომ „ფაშისტოიდური" ძალების პროვლემა უკრაინაში მართლაც არსებობს, მაგრამ მათი რაოდენობა იქ იმაზე მეტი ნამდვილად არ არის, როგორც მრავალ დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში.
„მაგრამ უკრაინაში ეს პარტიები ბევრად უფრო საფრთხის შემცველია, იმიტომ, რომ ისინი აბსოლუტურად არასტაბილური პოლიტიკური სისტემის პორობებში მოქმედებენ.
თუ ახალი მთავრობა ვერ მოახერხებს მათ შეჩერებას ის ვერ გადარჩება",_ წერს ჟურნალისტი და უკრაინისა ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას „შეცდომას" უწოდებს.
„ასოცირების შესახებ შეთანხმების არსებული ფორმით ხელის მოწერა შეცდომა იყო. იმიტომ, რომ მას თავის მიზნად ჰქონდა არა უკრაინის ინტეგრაცია, არამედ ევროკავშირში მისი წევრობის დაუშვებლობა.
ერთი რამე შეიძება დაზუსტებით ითქვას. ახლა ევროკავშირსა და დასაცვლეთის ქვენებზეა სრული პასუხისმგებლობა უკრაინის მომავალზე, რაც საქმით მათ არასოდეს არ სურდათ.
უკრაინა უახლოეს წლებში ევროკავშირს ბევრად უფრო ძვირი დაუჭჯება ვიდრე ყირიმი - რუსეთს",_ ნათქვამია სტატიის ბოლოს.
მასალის გამოყენების პირობები