რუსეთი უკრაინისათვის გაზზე დაწესებულ ბოლო შეღავათს აუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. გაზზე ბოლო შეღავათის გაუქმების შესახებ განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გაზპრომის ხელმძღვანელთან ალექსეი მილერთან შეხვედრისას გააკეთა.
„ჩვენ უკრაინელ პარტნიორებთან, მომხმარებლებთან მომავალ ურთიერთობებში საყოვალთაოდ დადგენილი ტარიფებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, ყოველგვარი შეღავათებისა და ფრეფერენციების გარეშე.
დაე ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა მოიძიონ აუცილებელი ფინანსები იმისათვის, რომ გადაიხადონ ვალი და ასევე გადაიხადონ მიმდინარე გადასახადები, იმიტომ რომ სხვანაირად ამ სფეროში თანამშრომლობა არ გამოვა",_ განაცხადა რუსეთის პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები