ხვალ, 20 მარტს, ტრაბზონში საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრები გუნდების შერკინება გამართება.
6 ათას ადგილიან სტადიონზე 5 ათას შვიდასამდე ქართველი გულშემატკივარი იქნება. მათთვის ვინც მატჩზე დასწრებას ვერ ახერხებს შერკინების მსვლელობის ყურება შესაძლებელი იქნება საქართველოს დედაქალაქის სპორტის სასახლეში და სხვადასხვა კლუბებში, ასევე ბათუმში, ქუთაისში და თითქმის ყველა ქალაქში სპეციალურ მონიტორებზე.
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან მატჩის შემდეგ ტრაბზონში გაემგზავრა და 14 მარტიდან „ტრაბზონსფორის" საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს.
ნაკრების მწვრთნელი ტიმ ლეინი გუნდს დღეში ორჯერ ავარჯიშებდა. გუშინ ერთი ვარჯიში გაიმართა, დღეს კი კაპიტნის ვარჯიში გაიმართება.
ნაკრებს გარკვეული პრობლემები აქვს უკანა ხაზში. ტრავის გამო ვერ ითამაშებს ბიძინა სამხარაძე, ხოლო ლაშა მალაღურაძის საკითხი ჯერაც გადასაწყვეტია.
რუსეთის ნაკრები ტრაბზონში გუშინ ჩავიდა.