მარტში, ევროზონაში ინფლაციის მაჩვენებელი 0,5 %-მდე შემცირდა და ბოლო პერიოდის ყველაზე დაბალ, 2009 წლის ნოემბრის მაჩვენებელს გაუტოლდა. 2014 წლის თებერვალში ევროზონის ინფლაციამ 0,7 %-ი შეადგინა.
ცოტახნით ადრე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი 0,6 %-მდე შემცირდებოდა. უკვე ზედიზედ მეექვსე თვეა, რაც ევროზონის ეკონომიკა 1 %-ს არ ასცილებია.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ევროზონაში დაბალი ინფლაცია ეკონომისტების შეშფოთებას იწვევს. მათი პროგნოზით, დაბალი ინფლაცია შესაძლოა დეფლაციის დასაწყისიც კი გახდეს.