რუსეთის მოსახლეობის 74 % ქვეყნის ხელისუფლებას მხარს დაუჭერს იმ შემთხვევაში თუ რუსეთსა და უკრაინას შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყება. 
გამოკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით „ლევადა-ცენტრმა" ჩაატარა. რუსეთის 45 რეგიონში გამოკითხულია 1 ათას 603 ადამიანი. სტატისტიკური ცდომილება 4.3 % არ აღემატება. 
„მხოლოს 13 % არ არის მზად მსგავს გადაწყვეტილებას - უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებას დაეთანხმოს  და კიდე 13 %  კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა. ამასთან ერთად 13 % ასევე დარწმუნებულია, რომ ამგვარი კონფლიქტი  - არ მოხდება. 53 % მიიჩნევს, რომ ამგვარი კონფლიქტის მოხდენის ალბათობა  - ნაკლებსავარაუდოა, ხოლო 23 % კი მიიჩნევს, რომ ამგვარი კონფლიქტის მოხდენა სრულიად შესაძლებელია",_ აცხადებს „ლევადა-ცენტრის" დირექტორის მოადგილე ალექსეი გრაჟდანკინი. 
გარდა, ამისა, გა,მოკითხვის მიხედვით, რუსეთის გამოკითხული   მოქალაქეების 77 % მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვა უკრაინის ხელისუფლების ბრალია. რუსეთის ხელისუფლებას ამაში გამოკითხულთა მხოლოდ 3 % ადანაშაულებს.
უკრაინის ხელისუფლებას „ლეგიტიმურს" გამოკითხულთა 14 % მიიჩნევს, 73 % კი ამბობს რომ უკრაინაში ხელისუფლება  - არალეგიტიმურია.