დღეს, პარიზში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელიც უკრაინის ირგვლივ შექმნილ კრიზისულ ვითარებას მიეძღვნება.
რუსეთის მხარე დაბეჯითებით აცხადებს, რომ არ აპირებს უკრაინის დანარჩენი ტერიტორიის წინააღმდეგ რაიმე სახის სამხედრო მოქმედებებს. თუმცა ლავროვის განცხადებით, რუსეთი ნებისმიერი საშუალებებით დაიცავს რუსეთისა და რუსულენოვანი მოქალაქეების ინტერესებს.
პარალელურად კი აშშ დაბეჯითებით მოითხოვს მოსკოვისგან შეწყვიტოს უკრაინის საზღვართან ჯარების კონცენტრაცია.
კერი პარიზში ირლანდიიდან ჩავიდა სადაც იგი საუდის არაბეთიდან ვაშინგტონისკენ მიმავალ გზაზე გაჩერდა.