ყირმელი თათრები, რომლებიც დღეს კურულტაზე - ნაციონალურ ყრილობაზე შეიკრიბნენ აპირებენ განცხადება გააკეთონ ყირიმელ-თათარი ხალხის ნაციოანლ-კულტურული ავტონომიის შექმნის პროცედურების დაყების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ყირმელი თათრების მეჯლისას პრესმდივნის ლილი მუსლიმოვას მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყირმელი თათრები თავიანთ ისტორიულ ტერიტორიაზე თვითგამორკვევის უფლებით სარგებლობას აპირებენ.
„კურულტაის დელეგატებისადმი მიმართვისას მეჯლისის ხელმძღვანელმა რეფატ ჩუბაროვმა განაცხადა, რომ კურულტაის დადგენილების პროექტით „ყირმელი თათარი ხალხის თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის შესახებ თავიანთ ისტორიულ ტერიტორიაზე - ყირიმში" კურულტაი ოფიციალურად მიმართავს ყველა მხარეს პოლიტიკური და სამართლებრივი პროცედურების დაწყვების შესახებ ამ უფლების რეალიზაციისათვის",_ განაცხადა მუსლიმოვამ.