ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო თავის თავს ევროპის ბოლო დიქტატორად სულაც არ მიიჩნევს და აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მას მედიაში ხშირად სწორედ ასეთად მოიხსენებენ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას ამ საქმეში „აჯობა".
„მე მას ვეუბნები: შემ მე უკვე მაჯობე და მაღლობა ღმერთს ამისათვის, ახლა შენ მოგაწერენ ყველაფერს. ისიც იცინის და მეც",_ აცხადებს ლუკაშენკო და აღნიშნავს, რომ თავს დიქტატორად არ მიიჩნევს. ის აცხდებს, რომ შესაძლოა ყოფილიყო კიდეც დიქტატორი, მას ამისათვის საკმარისი რესურსი, რომ ჰქონდეს.
„შესაძლოა მე ვყოფილიყავი კიდეც დიქტატორი ამისათვის რესურსი რომ მქონდეს. იმისათვის, რომ იყო სტალინი - საბჭოთა კავშირი უნდა გქონდეს და უნდა გქონდეს ბირთვული იარაღი. აი მაშინ შეიძლება ვინმეს რამე უკარნახო, მაგრამ ჩვენ ბელორუსებს ჩვენი ადგილი ამ ცის ქვეშ ძალიან კარგად გვესმის. ჩვენ მთავარია ჩვენი არ მივცეთ ვინმეს და დავიცვათ, არათუ ვინმეს რამე ვუკარნახოთ",_ აცხადებს ლუკაშენკო და აღნიშნავს, რომ „სულ უტვინო უნდა იყო ბელორუსში თავს დიქტატორად რომ გრძნობდე".