საერთო ფინანსურმა დახმარებამ, რომელსაც უკრაინა თავის დასავლელი პარტნიორებისგან მიიღებს 2014 წელს შესაძლოა 13,5 მლრდ დოლარი შეადგინოს, აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გააკეთა.
როგორც იაცენიუკმა განმარტა უკრაინას ფინანსური დახმარება აღუთქვეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, ასევე იაპონიისა და პოლონეთის მთავრობებმა.