პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობა და პრობლემების გადაჭრის გზები განიხილეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ სამინისტროს ხედვა წარმოადგინა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატყეო სექტორზე და მასზე მიყენებული ზარალის აღმოფხვრაზე, ასევე ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების გზებზე.
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა იმსჯელეს დაცული ტერიტორიების განვითარებასა და მიწის რესურსებზე. განიხილეს ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლების შემცირებისა და ნარჩენების მართვის საკითხები.
მასალის გამოყენების პირობები