ნატოს ახალი გენერალური მდივანი ნორვეგის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამჟამად ორგანიზაცია ანდერს ფოდ რასმუსენი ხელმძღვანელობს, რომელიც ამ თანამდებობაზე 2009 წლის აპრილში აირჩიეს. მისი უფლებამოსილება 2014 წლის 30 სექტემბერს იწურება.
ახალი გენერალური მდივნის კანდიდატურა ალიანსის ყველა წევრის მიერ უნდა იყოს მხარდაჭერილი.
ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, რომელზეც შესაძლოა საუბარი ამ თემასაც შეეხოს ბრიუსელში 1-2 აპრილს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი ავრცელებს.