უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რაიონებში სიტუაცია დამშვიდდა. ავაკოვი ასევე აცხადებს, რომ „სერიოზული ზიანი აქვს მიყენებული სეპარატისტულ დაჯგუფებებს, მათ შორის დივერსიულ ჯგუფებს". ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„მე კონსტატირებას ვახდენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დამშვიდება შეინიშნება. დაძაბულობა ვარდნისკენ წავიდა და სერიოზული საზალი განიცადეს სეპარატისტულმა ჯგუფებმა, მათ შორის პირდაპირმა დივერსიულმა ჯგუფებმა",_ განაცხადა მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე.
მასალის გამოყენების პირობები