უკრაინის შს საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ ის მზადაა თანამდებობიდან წავიდეს. განცხადება მან ამის შესახებ დღეს კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას თავად გააკეთა.
„ჩემთვის გადადგომა მთავარი საკითხი არ ყოფილა არც სამი დღის წინ, არ არის არც ახლა და არც დაუყოვნებლივ. პრობლემა ჩემთვის მდგომარეობს იმაში თუ საით წავა ამ შემთხვევაში ქვეყანა. სომალელი გამაჯვებული ბანდების მხარეს წავალთ თუ წესრიგის მხარეს? მე წესრიგს ვირჩევ',_ აცხადებს ავაკოვი.
შეგახსენებთ, რომ არსენ ავაკოვის გადადგომას რადიკალური „პრავი სექტორი" მოითხოვს და ეს მოთხოვმა ორგანიზაციის კოოორდინატორის ალექსანდრე მუზიჩკოს მკვლელობასთანაა დაკავშირებული.
მასალის გამოყენების პირობები