რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს დაავალა დაიწყოს ყირიმში მყოფი დისლოცირებული იმ სამხედრო ნაწილების შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის უკრაინისათის გადაცემის პროცესი, რომლებმაც ოკუპანტების მხარეს გადასვლაზე უარი განაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ამავე დროს, შოიგუმ ვადიმერ პუტინს აცნობა, რომ „უკრაინული არმიის დანაყოფების ორგანიზებული გაყვანა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს სამხედრო სამსახური უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაეგრძელებინათ - დასრულებულია".
"დასრულებულია ასევე რუსეთის მხარეს გადასულ ყველა სამხედრო დანაყოფსა და ყველა გემზე სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის გამოცვლის პროცესი",_ განაცხადა შოიგუმ და აღნიშნა: „გთხოვთ, ნება დამრთოთ უკრაინისათვის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემა დავიწყო".
„თანახმა ვარ, შეასრულეთ" - განახდადა პუტინმა.