უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინელებს მიმართა და მოუწოდა მათ ჩაატარონ რეფერენდუმები უკრაინის ყველა რეგიონის სტატუსის შესახებ უკრაინის სახელმწიფოს შემადგენლობაში.
„როგორც პრეზიდენტი, რომელიც სულით და ფიქრებით სულ თქვენთანაა მოვუწოდებ ყველა საღად მოაზროვნე უკრაინის მოქალაქეს - არ მისცეთ თვითმარქვიებს უფლება თქვენი გამოყენებისა! მოითხოვეთ ჩაარდეს რეფერენდუმები ყველა რეგიონის სტატუსის განსასაზღვრავად უკრაინის სახელმწიფოს შემადგენლობაში",_ ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში და იქვე აღნიშნულია: „მხოლოდ საერთოუკრაინული რეფერენდუმს არა ექსტრემალურ პირობებში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ძალუძს მნიშვნელოვანწილად უკრაინაში არსებული ვითარების დარეგულირება და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის შენარჩუნება".
„ახლანდელმა ე.წ. ხელისუფლებამ მიიღო საკანონმდებლო ოაკეტი, რომელიც უკრაინის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევაა. ეს კანონების „მაიდანის" ზეწოლის შედეგად იყო მიღებული",_ აცხადებს იანუკოვიჩი და უკრაინაში მომხდარს კვლავ „სახელმწიფო შეიარაღებულ გადატრიალებას უწოდებს".
იანუკოვიჩი ასევე „აბსოლუტურად ლოგიკურს" უწოდებს უკრაინის სამხრეთ ღმოსავლეთ რეგიონებში არსებულ მზარდ პროტესტს.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ „უკრაინის კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდება სწორედ დასავლეთში დაიგეგმა და ეს აგვარად დაწერილი სცენარის განხორციელების პირველი შემთხვევა არ არის".
„მაიდანის ლიდერები ხელისუფლებაში ნაცისტური მოიერიშეების მხრებზე გავლით მოვიდნენ და იმავე წუთს იგრძნეს ხალხის რეაქცია - უკრაინამ ყირიმი დაკარგა",_ განაცხადა იანუკოვიჩმა.
მასალის გამოყენების პირობები