უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ფილარეტმა უკრაინაში რუსული ჯარის შესაძლოა შეჭრასთან დაკავშირებით უკრაინელებს მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის პრესსამსახური ავრცელებს.
„მტერი უკვე დაესხა ჩვენს სახელმწიფოს თავს. მოახდინა ოკუპაცია უკრაინული მიწის ნაწილისა. არსებითად, ომის გამოცხადების გარეშე, რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის წინააღმდეგ ომი უკვე დაიწყო.
მაგრამ, ახლა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რომ ან უკრაინის წინაღმდეგმდეგ მიმართული აგრესია ამჯერად შეჩერდება ან რუსეთის ხელისუფლება უკრაინელ ხალხს ფართომასშტაბიან ომს გამოუცხადებს', _ ბრძანებს პატრიაქი და აღნიშნავს, რომ რუსეთის შეჩერება შეუძლია არა იმდენად იარაღსა და საგარეო დახმარებას არამედ სულის სიმტკიცესა და ერთობას.
„თუ ჩვენ, სხვა და სხვა ეროვნების, კონფესისა და პოლიტიკური შეხედულებების უკრაინის მოქალაქეები, როგორც ერთი ხალხი გავერთიანდებით და როგორც ერთი დავდგებით ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მტრულ გეგმებს განხორციელება არ უწერია.
ამიტომაც ახლა, ამ საპასუხისმგებლ დროს მოგმართავთ თითოეულს: შეყწვიტეთ შუღლი, მტრობა და კინკლაობა, გვერდზე გადადეთ პირადი ინტერესი, ნუ აღვივებთ პოლიტიკურ უთანხმოებას და ნუ თესავთ პანიკას. უკრაინის, ჩვენი საერთო სახლის მომავალი ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკითხები, რომლებიც ჩვენ გყოფენ ",_ ბრძანებს პატრიარქი ფილარეტი.
„უკრაინელი ხალხის მხარეს -ღმერთი და სიმართლეა, იმიტომ ჩვენ ცუდი არავისთვის გვინდა, ჩვენ გვსურს მშვიდობიანად ცხოვრება მეზობლებთან ჩვენს საკუთარ სახლში, დამოუკიდებელ სახელმწიფო უკრაინაში",_ ბრძანებს პატრიარქი.