უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთი უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედრო ძალის კონცენტრირება-გაზრდას აგრძელებს.
სამხედრო-პოლიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, როსტოვის ოლქში დაფიქსირებულია სამედრო ტექნიკის კოლონნა, რომელიც 150 ჯავშანმანქანიდან და 400 ერთეული საავტონობილო ტექნიკისგან შედგება. ინფორმაცია ამის შესახებ ტიმჩუკმა სოციალურ ქსელში თავის გევრდზე განათავსა.
სამხედრო ტექნიკა ასევე მობილიზებულია რკინიგზის სადგურ „როსტოვ-ტოვარნი"-ში და ბელგოროდის ოლქში. აღნიშნული კოლონები უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით გადაადგილდებიან.