უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ევგენი მარჩუკი აცხადებს, რომ შესაძლოა უკრაინამ მომდევნო ორი დღის განმავლობაში, თავისი დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე კრიტიკული მომენტი გადაიტანოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ევგენი მარჩუკმა დღეს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სიტუაცია სპეცოპერაციის მეორე ფაზაში გადადის, რომელიც შესაძლოა „ყირიმის ფაზაზე" ბევრად უფრ საშიში იყოს.
„დღეისათვის ექსპერტებისათვის, რომლებიც არ არიან სახელისუფლებო სტრუქტურებში და კარგად ესმით თავდაცვითი უსაფრთხოების ფორმატის საკითხები ნაციონალური და სახელმწიფოებრივი უსაფრთხობის საკითხებში, ნათლად ჩანს, რომ სადღაც უახლოესი ორი დღის განმავლობაში უკრაინა თავისი დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე კრიტიკული მომენტის წინაშე შესაძლოა დადგეს",_ აცხადებს ევგენი მარჩუკი.
ევგენი მარჩუკის თქმით, სამხედროებისათვის არსებობს ძალიან „ზუტი ინდიკატორები" იმისა თუ როდის მზადდება მასშტაბური ოპერაცია, განსაკუთრებით კი თავდასხმითი ხასიათის, რომელსაც დიდი ხანი ვერ დაფარავ.
„არის ასეთი ოპერაციები და მათი შემადგენელი ნაწილები, რომლებსაც დიდი ხანი ვერ დაფარავ. ან უკან უნდა დაიხიო ან წინ უნდა წახვიდე",_ აცხადებს მარჩუკი.
მისი თქმით, დღეისათის დონეცკის ირგვლივ შეინიშნება სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ე.წ. „ტურისტების" თავმოყრა და ასევე შეინიშნება მათი „ორგანიზებული აქტიურობა".
„ძალიან სამწუხაროდ, არის ყველა ნიშანი იმისა, რომ თავდაპირველად შესაძლოა რუსეთი შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმითი ხასიათის მასირებული იერიში სულაც არ განხორციელდეს არამედ ეს იქნება ინიცირებული ძალიან ჭკვიანურად, მათ ყირიმში გამოცდილება უკვე მიიღეს და შეცდომებსაც გაითვალისწინებენ.... ეს იქნება ორგანიზებული ხალხის დიდი ნაწილი, რომლებსაც არ ეცმებათ სამხედრო ფორმა, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით იქნება შეიარაღებული. შემდეგ კი უკვე შესაბამისი მოქმედებები",_ განაცხადა ევგენი მარჩუკმა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ დღეს აუწყა აშშ-ს კონგრესს ამერიკის დაზვერვამ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარის შეჭრა იმაზე უფრო რეალურია ვიდრე მათ აქამდე ეგონათ.