აშშ-ს სამხედრო დაზვერვამ კონგრესს აცნობა, რომ რუსეთის აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრის ალბათობა იმაზე უფრო მაღალია, ვიდრე ამის ვადაუდი არსებობდა. მოსალოდნელია დარტყმები ლუგანსკის, დონეცკისა და ხარკოვის მიმართულებით. ასევე გადაწვდენა დნესტრუპირეთამდე.
ამგვარ დასკვნამდე მივიდა ამერიკული დაზვერვა „ბოლო სამი ოთხი განმავლობაში გაჩენილი საგანგაშო სიმპტომების გამო".
ინფორმაციას ამის შესახებ „ისრაელინფო.რუ" „CNN"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ არ არის გამორიცხული ასევე ტერიტორიების მიტაცება ბალტიისპირეთში. ნატოს ძალების სარდალმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა კონგრესმენებს განუცხადა, რომ უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი რუსული სამხედრო ზალა ამისათვის საკმარისი იქნება.
ამერიკის დაზვერვის ინფორმაციით, დონის როსტოვის, კურსკისა და ბელგოროდის რაიონებში თავმოყრილია 300.000 ზე მეტი რუსი სამხედრო, ძირითადად იმ შენაერთებიდან , რომებიც სწრაფო გადასროლისთვის არიან განკუთვნილნი.
ამავე დროს, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი სამხედრო დანაყოფები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიის შიგნით მდებარეობენ.