საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დაკითხვაზე გამოცხადებას არ აპირებს. განცხადება ამასთან დაკავიშრებით სააკაშვილმა გიორი გაბუნიას თოქ-შოუ "არჩევანში" გააკეთა.
"სააკაშვილია აცხადებს რომ მისი დაკავება პუტინის მითითებით ხდება. მოქმედმა ფორმალურმა განაცხადა რომ მე თუ არ გამოვცხადდები, ჩემზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. როგორც ჩანს კანონი არ წაუკითხავთ რადგანაც სამართლებრივი პროცედურები არ იციან. ივანიშვილმა გაბედა და სახეში მითხრა თუ ხმას არ ჩაიკმენდ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ საქმეს აღძრავენ. ახლა აღმოჩნდა რომ ხმა უნდა ჩავიკმინდო. ამ საქმის პოლიტიკური სარჩული გასაგებია", - აცხადებს სააკაშვილი და დასძენს რომ საქართველოში ჩამოსვლით ის არ აპირებს აასრულოს პუტინის ოცნება.