"თუ გინდათ ამ თემაზე სპეკულირება, მე არ მინდოდა, მე მინდოდა საფლავში დაგვესვენებინა ჩვენი მეგობარი და ამ თემისთვის დაგვენებებინა თავი. თუ ეს არ იყო გაზით მოწამვლა, ეს ელემენტარულად დადგინდება ეგსჰუმაციით", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქმეში არსებობს ეფ-ბი-აის დასკვნა.
„გამოაქვეყნონ ეფ-ბი-აი-ს დასკვნა, რას მიედ-მოედებიან, ბოდიში და ფარცხალაძის დასკვნა არის სრულყოფილი და პრეზიდენტ ბუშის გამოგზავნილი ეფ-ბი-აის დასკვნა არ არის სრულყოფილი?!", - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო სააგენტოს ცხელ კვალზე გაკეთებული დასკვნის გამოქვეყნება და ეგსჰუმაცია, დაადგენს სიმართლეს.