ყირიმში უკრანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მუდმივი წარმომადგენელი სერგეი კუნიცინი გადადგა. მან გადადგომის მიზეზად დაასახელა ის, რომ მას სცხვენია კიევის ხელისუფლების უმოქმედობის.
„მე გადავდექი პრეზიდენტის წარმომადგენლის თანამდებობიდან. უკრაინის ხელისუფლებას აქვს საშუალება, რომ ყირიმში მომხდარზე საკადრისი რეაგირება მოახდინოს, მაგრამ ამას არ აკეთებს.
ყირიმში ყოველ დღე ამცირებებ ჩვენს სამხედროებს, ჩვენ კი რაღაც თათბირებს ვმართავთ",_ განაცხადა კუნიცინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ თანამშებობაზე ყოფნის დროის მან უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს არც ერთ სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია.
„მრცხვენია, რომ მეც ამის თანამონაწილე ვარ და არაფრის გაკეთება არ შემიძლია",_ განაცხადა კუნიცინმა.