28 მარტს, 17:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში რომან მახარაძის პერსონალური გამოფენა გახსნება. გამოფენა ხელოვანის დაბადებიდან 85 წლისთავს ეძღვნება.
რომან მახარაძე დაიბადა 1929 წელს. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, პეიზაჟის კლასი. წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია ,,ქართულ ფილმში" დამდგმელ მხატვრად. მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში უფროს სამხატვრო რედაქტორად. გაფორმებული აქვს ათეულობით წიგნი. ავტორის პერსონალურ გამოფენათა შორის აღსანიშნავია 1985 წელს, თბილისში, ქართული ენციკლოპედიის გამომცემლობის შენობაში გამართული გამოფენა. რომან მახარაძე გარდაიცვალა 1998 წელს.
მხატვრის ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის პირად საკუთრებაში და არაერთ კერძო კოლექციაში.
გამოფენა გაგრძელდება 11 აპრილამდე.
მასალის გამოყენების პირობები