25 მარტს, 16:00 საათზე, კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მარგიშვილი და ა.შ.შ.- ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი საქართველოში სტივენ ჰეიკინი ხელს მოაწერენ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმი ფორმდება USAID -ის "ადამიანური და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარების" პროექტის (HICD PLUS) ფარგლებში და ითვალისწინებს ეფექტურ და კოორდინირებულ თანამშრომლობას სამინისტროსა და USAID -ს შორის, სამინისტროს ინსტიტუციონალური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.