26 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება ქისტური საღამო "სპეროზა". საღამოზე ქისტ მომღერლებთან, პოეტებთან ერთად ქართველი ხელოვანებიც მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, გაიმართება ფოტო და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.
საღამოზე სპეციალურად ჩამოდის ჩეჩენ-ინგუშეთის რესპუბლიკის დამსახურებული სახალხო არტისტი, კომპოზიტორი და მომღერალი ალი დიმაევი და მისი ძმა - პიანისტი და კომპოზიტორი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი ამარბეგ დიმაევი
საღამოს ორგანიზატორები არიან მექა ხანგოშვილი და სულთან ბორჩაშვილი. დასწრება თავისუფალია