ეგვიპტეში სასამართლომ 529 ადამიანს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. „ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ყველა სიკვდილმისჯილი ყოფილი პრეზიდენტის მუჰამედ მურსის მომხრეა.
მათ სხვა და სხვა სახის ბრალდებები წაეყენათ, მათ შორის პოლიციელის მკვლელობა და პოლიციაზე თავდასხმა.
ბრალდებულთა ამ ჯგუფის უმრავლესობა უკვე აკრძალული ისლამისტური მოძრაობის „ძმები-მუსულმანების" წევრია.
ეგვიპტის ხელისუფლებამ ისლამისტების წინააღმდეგ კამპანია მურსის ჩამოგდების შემდეგ დაიწყეს.
„ძმები-მუსულმანების" ათასობით წევრი დააპატიმრეს. ასობით მათგანი კი დაიღუპა.