საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული ნებისმიერი განცხადება საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და "ჩვენ მას განვიხილავთ როგორც რჩევას".
"იქ არის ნათქვამი, რომ კანონზე მაღლა არავინ არ დგას, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგანაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ჯერჯერობით არის მყიფე და სწორედ ეს არის მე ვფიქრობ ამ განცხადების ამოსავალი წერტილი. რასაკვირველია გასაგებია, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად იციან, თუ როგორი სუსტი იყო სამართალდამცავი ორგანოები საქართველოში, როგორი სუსტი იყო სასამართლო, რომელსაც თითქმის 99% გამამტყუნებელი განაჩენი გამოჰქონდა მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც საქართველოში სამასი ათასზე მეტი ადამიანი იყო პრობაციონერი, რომლებიც გაამტყუნა სასასმართლომ და იმიტომაც გახდნენ პრობაციონერები. მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნიოთ, რომ სასამართლო არსოდეს არ ყოფილა ისეთი თავისუფალი და ისეთი დამოუკიდებელი საქართველოში, როგორიც არის იგი დღეს. აქ აქცენტი არის სწორედ იმაზე, რომ ყველაფერი უნდა წარიმართოს სამართლიანად, გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის ფარგლებში. სწორედ ეს არის ის, რისი გარანტიაც უნდა მივცეთ და ვაძლევთ კიდევაც ჩვენს უცხოელ პარტნიორებს.მთავარი არის ის, თუ როგორ წარიმართება პროცესი. თორემ არავინ არ უარყოფს იმას, რომ კითხებზე პასუხი უნდა იყოს გაცემული და თუკი ამ შემთხვევაში ამ კითხვებზე პასუხი პროკურატურის აზრით სავარაუდოდ აქვს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მაშინ რასაკვირველია მან უნდა გასცეს იმ კითხვებზე პასუხი, რაზეც სხვას არ შეუძლია პასუხის გაცემა. ეს არის მთავარი", - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს იმის თაობაზე, რომ ამერიკელი მეგობრები საქართველოს ურჩევნ ძალისხმევა მიმართონ მომავლისკენ.
"ყურადღება გავამახვილოთ და ჩვენი ქმედებების ფოკუსში იყოს ეკონომიკის განვითარება, რეფორმების გატარება და ასე შემდეგ, ეს არის სწორედ ის გზა, რომელსაც ადგას საქართველო. ჩვენი მთავრობა ძალიან მნიშვნელოვნად არის ორიენტირებული ეკონომიკაზე. ყველა იმ რეფორმაზე, რომელიც აუცილებელია დემოკრატიის განმტკიცებისათვის,", - აცხადებს ფანჯიკიძე.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხაება გაავრცელა, რომელშიც აღნიშულია, რომ აშშ შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხვაზე დაბარების გამო. „არავინ არ შეიძლება დადგენს კანონზე მაღლა, მაგრამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე საქმეზე გამოძიების დაწყება ქმნის პოლიტიკური ანგარიშსწორების საფუძლიან ეჭვს, განსაკუთრბით მაშინ, როდესაც სამართლებლივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ სუსტია", - ნათქვამია სახელმწიფი დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბავილის უმაღლეს დონეზე შეხვედრისას აშშ-მ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რათა საკუთარი ძალისხმევა მიემართა ქვეყნის განვითარებაზე, ძლიერ ეკონომიკაზე, რეფორმების გაგრძელებაზე სამართლებლივ სფეროში და პროგრესზე ევროონტეგრაციის საკითხში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამდენიმე სისხლის სამართლის საქმესტან დაკავშირებით 27 მარტს პროკურატურაშია დაკითხვაზე დაბარებული.