პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებს ხელს არ შეუშლის. როგორც ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში ძიძიგურმა განაცხადა სააკაშვილი მოწმის სახით უნდა დაიკითხოს, რადგან არსებულ საქმეებში, რომლის ირგვლივ გამოძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, საკვანძო ფიგურაა.
,,მოვისმინე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადებები, რომელიც ისეა განმარტებული, რომ თითქოს სააკაშვილის წინააღმდეგ არის გამოძიება დაწყებული. სააკაშვილი უნდა დაიკითხოს მოწმის სახით, რადგან არსებულ საქმეებში, რომლის ირგვლივ გამოძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ის საკვანძო ფიგურაა და კანონი ავალდებულებს ამას, რომ გამოცხადდეს. რაც შეეხება იმას, რომ მისი დაკითხვაზე დაბარება შეაფერხებს და საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანებას, გარწმუნებთ, რომ ხელისუფლების ცალსახაა პოზიციაა, ისე წარიმართოს პროცესები, რომ ამას ხელი არ შეეშალოს", - განაცხადა ძიძიგურმა.