ყირიმში დღეიდან ოფიციალურად რუსული რუბლის მიმოქცევა იწყება. რუსული მედიის ინფორმაციით, ფედერალური საკონსტიტუციო კანონმდებლობით ყირიმის მიერთების შესახებ, ნებისმიერი გადახდა რუსულ ნაციონალურ ვალუტაზე გადადის. ამ რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ტერიტორიაზე ფულად ერთეულად რუსული ცხადდება.
უკრაინული გრივნა რუსულ რუბლთან ერთად ამ ტერიტორიაზე 2016 წლის 1 იანვრამდე იქნება მიმოქცევაში. ამის შემდეგ კი ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში ერთადერთი ვალუტა რუსული რუბლი იქნება.