აშშ შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხვაზე დაბარების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც პრესმდივნმა მარი ჰარფმა გაავრცელა.
„არავინ არ შეიძლება დადგენს კანონზე მაღლა, მაგრამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე საქმეზე გამოძიების დაწყება ქმნის პოლიტიკური ანგარიშსწორების საფუძლიან ეჭვს, განსაკუთრბით მაშინ, როდესაც სამართლებლივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ სუსტია", - ნათქვამია სახელმწიფი დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბავილის უმაღლეს დონეზე შეხვედრისას აშშ-მ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რათა საკუთარი ძალისხმევა მიემართა ქვეყნის განვითარებაზე, ძლიერ ეკონომიკაზე, რეფორმების გაგრძელებაზე სამართლებლივ სფეროში და პროგრესზე ევროონტეგრაციის საკითხში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამდენიმე სისხლის სამართლის საქმესტან დაკავშირებით 27 მარტს პროკურატურაშია დაკითხვაზე დაბარებული.
(იხილეთ განცხადების დედანი http://www.state.gov/r/pa/prs/ps/2014/03/223836.htm?goMobile=0 )