დიდი ბრიტანეთის ელჩი: ნებისმიერ გამოძიებასთან დაკავშირებით უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური მოტივაცია
ნებისმიერ გამოძიებასთან დაკავშირებით უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური მოტივაცია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების კომენტირებისას განაცხადა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
"ჩვენი პოზიცია ყოველთვის ცალსახა იყო. ნებისმიერ გამოძიებასთან დაკავშირებით უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური მოტივაცია. ეს შეეხება ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტსაც. უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე რეგიონისთვის ძალზედ მგრძნობიარე პერიოდია. საქართველომ უნდა აჩვენოს ერთიანობა და ოპოზიციასთან მუშაობის შესაძლებლობა, თუმცა, რა თქმა უნდა, არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა", - განაცხადა ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა.