უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი შესაძლოა უკვე ივნისში გაფორმდეს. განცხადება ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის გაფართოების საკიტხებში შტეფან ფულემ გააკეთა.
„იმედი მაქვს, რომ შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის ხელმოწერა ჩვენ სშუალებას მოგვცემს ფოკუსირება მოვახდინოთ არა მხოლოდ ხელმოწერაზე, არამედ ,მთელი შეთახმების დროებით ამოქმედებაზე, მათ შორის სექტორალურ თანამშრომლობაზე და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე",- აცხადებს ფულე და აღნიშნავს, რომ შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელსაც ხელი შესაძლოა ივნისში მოეწეროს.
„ეკონომიკყრი ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამავდროულად ჩვენ ვხედავთ სამართლიანი და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობასაც, რომლებიც მაისში უნდა გაიმართოს.
და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ ჩვენ შესაძლოა ყველაზე კარგ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, შეთანხმებაზე ხელმოწერის პროცესის დასრულების თვალსაზრისით",_ აცხადებს ფულე და აღნიშნავს, რომ ის უახლოეს მომავალში უკრაინის მონახულებას გეგმავს.