მოსკოვის ოლქში ქალაქ ფრიაზინოში მოკლულ ადამიანს არავითარი საერთო არ აქვს ე.წ. კანონიერ ქურდთან ლაშა ჯოლოგუასთან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის შს სამინისტროს მოსკოვის ოლქის მთავარი სამმართველოს პრესამსახური ავრცელებს.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ფრიაზინოში მოკლული მამაკაცი, არის 1966 წელს დაბადებული ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც მშვიდობის გამზირზე ცხოვრობდა.
„მამაკაცი მეუღლემ უკვე ამოიცნო და მისი პირადი მონაცემები უკვე სრულად დადგენილია",_ წერს რუსული მედია და აღნიშნავს, რომ რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი ჩხუბის დროს 1971 წელს აფხაზეთში დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ჯოლოგუა მოკლეს, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „ლაშა გაგრინსკის" ზედმეტსახელად იცნობდდნენ.