რუსეთის შეჩერება ჯერ ჯერობით გვიანი არ არის - ასეთი მოწოდებით გამოდის დასავლეთის სახელმწიფოთა მეთაურების მიმართ ნიურნბერგის პროცესის ბოლო ცოცხალი მონაწილე 87 წლის პოლტაველი იოსიფ გოფმანი.
გადამდგარი პოლკოვნიკი, ყოფილი საბჭოთა კავშირის მხრიდან მთავარი ბრალმდებლის დაცვის წევრი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებებმა შესაძლოა მსოფლიო მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანოს. „აი მერე კი უკვე დამნაშავე და გასასამართლებელი არავინ და არაფერი დარჩება",_ მიიჩნევს გოფმანი.
დღეისთვის იოსიფ გოფმანი არის ერთადერთი ცოცხალი ადამიანი, რომელიც უშუალოდ დარბაზში იმყოფებოდა მაშინ როდესაც კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ იხილებოდა. ის მთელი ცხოვრება ამბობდა, რომ ისეთი მღელვარება მის ცხოვრებაში, როგორიც ნიურნბერგის პროცესი იყო უკვე აღარასოდეს იქნებოდა, თუმცა ბოლო კვირის მოვლენების გამო ნიურნბერგის პროცესის უკანასკნელი მოწმე უდიდეს შეშფოთებას გამოთქვამს.
„მე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ ძმები -სლავები ერთმანეთს ტერიტორიას დასტაცებდდნენ, კერძოდ ყირიმს",_ აცხადებს გოფმანი და აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად იგი დათრგუნა რუსეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამ დუმაში და მის სიტყვაეზ რუსი დეპუტატების რეაქციამ. იგი აცხადებს, რომ რაღაც მსგავსი მას უკვე უნახავს.
„აი ჰიტლერი რომ ატარებდა აღლუმენს. მე ვხედავდი როგორ აპლოდირებდდნენ გოსდუმის დეპუტატები... რისთვის? რისთვის უკრავდდნენ ტაშს? ეს ზომბირებული ადამიანები არიან, რომლებსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ დაკარგული. მხოლოდ ადამიანს რომელიც არ ფიქრობს შეუძლია ასე გაუხარდეს",_ აცხადებს გოფმანი.
მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინი რუსეთის დუმაში სიტყვით გამოვიდა გოფმანმა ყოფილი ანტიჰიტლერული კოალიციის სახელმწიფოების მეთაურებს, ახლა კი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტებს და შეახსენებს მათ თუ სადამდე მისულა ხოლმე მმართველთა თავგასულობა და ის, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ.
„კარიბის მოვლენები - როდესად ჩვენებს კუბაზე რაკეტები გადაჰქონდათ და უკვე ამერიკას უახლოვდებოდნენ და კენედიმ ულტიმატუმი დააყენა და მაშინ ხრუშჩოვს ეყო ჭკუა, რომ დაებრუნებინა ეს ხომალდები და მოლაპარაკებები დაეწყო. მე მინდა, რომ ჭკუა ასევე ეყოს პრეზიდენტ პუტინს",_ აცხადებს გოფმანი და აღნიშნავს, რომ ახალი ნიურნბერგის პროცესი აღარ გაიმართება.
„თუ დაიწყება მესამე მსოფლი ომი, ის დასრულდება ისე, რომ არავინ იქნება და არავინ იქმნება გასასამართლებელი და გამსამართლებელი",_ აცხადებს გოფმანი.