ევროზონა რეცესიიდან გამოდის და გაჯანსაღების პროცესს მყარად აგრძელებს. „სსფ-ის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 2014 წელს 1%-ს, ხოლო 2015 წელს კი - 1.4%-ს შეადგენს, თუმცა, კვლავ არათანაბარი რჩება ეკონომიკური აქტივობის აღდგენა წევრი ქვეყნებისთვის. კერძოდ, გაჯანსაღება შედარებით ნელი ტემპით მოხდება ეკონომიკური სტრესის ქვეშ მყოფ ქვეყნებში (გარდა ესპანეთისა), რასაც მაღალი კერძო და სამთავრობო ვალითა და ფინანსური ფრაგმენტაციით შემცირებული შიდა მოთხოვნა განაპირობებს. ევროზონის ზრდა საშუალოდ 1.2%-ს შეადგენს 2014-15 წლებისთვის, თუმცა ეკონომიკური დისბალანსები მაინც მნიშვნელოვანი დარჩება", აღნიშნულია სებ-ის ყოველკვარტალურ „ინფლაციის მიმოხილვაში".