პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიესალმება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის კიდევ უფრო დაჩქარებას. როგორც საკითხის კომენტირებისას უსუფაშვილმა განაცხადა ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დამატებით კონკრეტული ზომები იქნეს გამოძებნილი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
,,სასიხარულოა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შესაძლო თარიღმა კიდევ უფრო აქეთ გადმოიწია და დღეს საუბარია ივნისზე. შესაძლოა გაჩნდეს კითხვა რა მნიშვნელობა აქვს ივნისს, თუ ივლისს, მაგრამ ამაზე პასუხი მოგვცა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც არ თუ თვეებში, არამედ საათებსა და დღეებში ბევრი რამ წყდებოდა უკრაინელი ხალხისთვის", _განაცხადა უსუფაშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას.