უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთისაგან მოითხოვს, რომ ქვეყანამ ოფიციალურად და საჯაროდ აღიაროს, რომ ყირიმის ანექსიას არ სცნობს. განცხადენაბა ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დანილა ლუბკივსკიმ გააკეთა.
„დღეს სომხურ მხარეს გადაეცა ნოტა, რომელშიც არის ჩვენი მიმართვა იმის შესახებ, რომ ახსნილი იქნეს სომხეთის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ მივმართეთ სომხეთს იმის შესახებ, რომ მან ოფიციალურად და საჯაროდ აღიაროს იმის შესახებ, რომ სომხეთი ყირიმის აგრესიას არ აღიარებს. ამ პასუხს ველით ჩვენ',_ აცხადებს მინისტრის მოადგილე და აღნიშნავს, რომ უკრაინის პოზიცია ასევე განემარტა სომხეთის ელჩს უკრაინაში.
შესაბამისი დავალება ასევე მიეცა უკრაინაში სომხეთის საელჩოს.
„იმ შემთხვევაში თუ გაჟღერებული იქნება პოზიცია, რომელიც მიღებულ იქნება როგორც არამეგობრული, მას ექნება ნეგატიური შედეგები ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისათვის",_ აცხადებს მინისტრის მოადგილე.
მასალის გამოყენების პირობები