რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან მიერთების კანონს ხელი მოაწერა. ამიერიდან თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ყირიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მიღებულად ითვლება. კანონზე ხელის მოწერის ცერემონიალი საზეიმო იყო და ის კრემლის პირველი კორპუსის ეკატერინეს სახელობის დარბაზში გაიმართა.
რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტების სახელწოდება იქნება - რესპუბლიკა ყირიმი და ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი - სევასტოპოლი. ხელის მოწერის საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელები - ვალენტინა მატვიენკო და სერგეი ნარიშკინი.
მასალის გამოყენების პირობები