,,ნაცმოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ევროკავშირმა გააცნობიერა, რომ უფრო დინამიურად უნდა იმოქმედოს, რათა მისი მოკავშირეები რუსეთის აგრესიის მსხვერპლნი არ გახდნენ.
,,ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარება გამოწვეული იმ ვითარებით, რომელიც უკრაინაში შეიქმნა. ევროკავშირი ცხადად მიხვდა, რომ მან უფრო დინამიურად და ენერგიულად უნდა იმოქმედოს, თუ სურს თავისი მოკავშირეები რუსეთის მსხვერპლნი არ აგხდნენ", _განაცხადა წიკლაურმა.
ვროკავშირი საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულებებს ივნისში გააფორმებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მაუელ ბაროზუმ განაცხადა.
მისი თქმით, ხელმოწერა მოხდება რამდენიმე თვით ადრე. ვიდრე ეს იგეგმებოდა.
განცხადება ევროკომიის პრეზიდენტმა ევროკავშირის 28 ქვეყნის ლიდერთა სამუშაო ვახშამის შემდეგ გააკეთა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მოლდოვასა და საქართველოსთან არაუგვიანეს მიმდინარე წლის ივნისისა", - განაცხადა ბაროზუმ.
მისი თქმით, ხელმოსაწერი დოკუმენტები სათარგმნია 28 ქვეყნის ენაზე, რაც საკმაოდ რთული საქმეა, მაგრამ დათქმულ ვადამდე მოესწრება.
შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულების გაფორმება აგვისტოში იგეგმებოდა.