რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ტერმინი „ანექსია" ყირიმელებს შეურაცხყოფს.
„ეს სიხარული და ჭეშმარიტი ბედნიერება შეუძლებელია ითამაშო. შეუძლებელია ამის რეპეტიცია გაიარო, ამიტომაც, როდესაც ამ ფონზე ისვრიან ტერმინებს, მსგავსად ტერმინისა „ანექსია", მე მიმაჩნია, რომ ეს მოქალაქეების შეურაცხყოფაა, ეს მათი თვითგამორკვევის უფლების შეურაცხყოფაა, რომლითაც მათ ისარგებლეს",_ განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისივე თქმით, დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული არამართლზომიერი სანქციები „მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნური ბარიერების შექმნას შეუწყობს ხელს ნორმალურ ურთიერთობაში".
მასალის გამოყენების პირობები