მოლდოვის ხელისუფლებამ ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ შესაძლოა დსთ-დან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღოს. განცხადება ამის შესახებ მოლდოვის ლიბერალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარემ ვალერი სტრელეცმა გააკეთა.
„იმ მომენტში როდესაც ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს თანამეგობრობა ჩვენ პოზიციებს არ პასუხობს და მას ჩვენთვის არავითარი სარგებელი არ მოაქვს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობებში - საუბარი მიდის არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ სხვა წევრ-სახელმწიფოებზე - მაშინ ჩვენ ჩვენს პოზიციას გადავხედავთ",_ აცხადებს პოლიტიკოსი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშრთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ რიგი ხელშეკრულბებისა დსთ-ს ქვეყნებთან ან გადაიხედება ან დენონსირდება.
მასალის გამოყენების პირობები