რუსეთის ფედერაციის საბჭომ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის დოკუმენტის რატიფიკაცია მოახდინა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა. არც ტავი შეუკავებია ვინმეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
გუშინ ამავე დოკუმენტის რატიფიკაცია რუსეთის დუმამ მოახდინა. წინააღმდეგ მხოლოდ ერთი დეპუტატი, „სპრავედლივაია როსიას" წევრი ლევ პონომარიოვი წავიდა.
შეგახსნებთ, რომ რუსეთს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტიბმა 18 მარტს ყირიმის ე.წ. ხლეისუფლებასთან ხელი მოასწერა შეთანხმებას, ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები