ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პოლიტიკური ნაწილი უკვე ხელმოწერილია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს, მათივე ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების სამიტზე მოეწერა.
პირველებმა ხელი დოკუმენტს ევროსაბჭოსა და ევროკომისიის თავმჯდომარეებმა ჰერმან ვან რომპეიმ და ჟოზე მანუელ ბაროზუმ მოაწერეს. ამს შემდგე დოკუმენტს ხელი უკრაინის პრემოერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მოაწერა, მის შემდეგ კი ანბანური თანამიმდევრობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 28 ხელმძღვანელმა და მთავრობის მეთაურმა.
მასალის გამოყენების პირობები