არლამენტის წევრი კარლო კოპალიანი ხელისუფლებას სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ხელისუფლებას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფისკენ მოუწოდებს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოპალიანმა ცაგერში მომხდარი სტიქიის შედეგებზე ისაუბრა.
კოპალიანი ასევე მოითხოვს, სათანადო ორგანოები დაინტერესდნენ, რა თანხები იყო გამოყოფილი ლაჯანურის ხეობის გასამაგრებლად და მისი ხარჯვის მიზნობრიობას ეჭქვეშ აყენებს.
დეპუტატის განცხადებით, ასევე, მძიმე მდგომარეობაა მდინარე ცხენისწყალთან დაკავშირებითაც, სადაც სტიქიაზე მეტი ზარალი ადამიანების დაუდევრობამ მოიტანა. კარლო კოპალიანმა კომპანია "ხიდმშენის" საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათ არ შეასრულეს ტენდერით დაკისრებული მოვალეობები და წყალმეჩხრობის დროს უმიზეზოდ გააჩერეს ცაგერი-ლასურიაშის დამაკავშირებელი ხიდის მშენებნლობა, რასაც შედეგად ფატალური შედეგები მოჰყვა.
ამასთან, დეპუტატის მტკიცებით, ხელოვნურადაა გაზრდილი ტერიტორიული ერთეულების რიცხვი და ცესკოში დარეგისტრირებული 16-ის ნაცვლად ცაგერში უკვე სამი წელია 19 თემი არსებობს.