დღევანდელ სესიაზე დეპუტატები "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ.
საპარლამენტო უმცირესობაში კანონპროექტს მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, ქვეყანაში კორუფცია გაჩნდება.
უმცირესობაში ასევე აცხადებენ, რომ კანონში ცვლილებების განხორციელებით ქართული ბიზნესის განვითარების პროცესი შენელდება და ის კონკურენციის გაწევას ვეღარ შეძლებს.
პარლამენტის სესიაზე ასევე პირველი და მეორე მოსმენით განსახილველ კანონპროექტებზეც იმსჯელებენ.