იმ შემთხვევაში თუ „მისტრალებთან" დაკავშირებული კონტრაქტები გაუქმებული იქნება, რუსეთი საფრანგეთისგან ყველა დანაკარგის ანაზღაურებას მოითხოვს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იური ბორისოვმა გააკეთა.
„რა თქმა უნდა რუსეთი ბოლომდე დაიცავს თავის უფლებებს ხელმოწერილი შეთანხმებების თანახმად და რა თქმა უნდა მოითხოვს იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც „მისტრალებთან" დაკავშირებული კონტრაქტების გაწყვეტას შეიძლება მოჰყვეს",_ განაცხადა ბორისოვმა და იმ საჯარომო თანხის ოდენობის დასახელებისაგან თავი შეიკავა, რომელიც კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაშია გათვალისწინებული.
„მაინც მიმაჩნია, რომ ამაზე ჯერ საუბარი ნაადგევია. იმედი მაქვს ფრანგული მხარე კარგად შეაფასებს ყველა პლიუსსა და მინუსს ამ კონტრაქტისა და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს",_ განაცხადა ბორისოვმა და აღნიშნა, რომ თუ საფრანგეთი მაინც გადაწყვეტს ამ გარიგების ჩაშლას ეს მის საერთაშორისო რეპუტაციას შელახავს.
მასალის გამოყენების პირობები